Aside

~ მუზეუმში ვზივარ. ჩემს გვერით ოთახში 50-მდე ადამიანის თავს ქალაა. არ ვიცი რა სახეები აქვთ, ყველა ერთნაირად იღიმის. არც დიოდი ჭირდებათ და არც სახის კრემები. აგერ მზია. ისეთი თმიანია. მაგრამ სულ ცალ ფხზ კიდია. ზეზვას მაინც მაგრა უსწორდება. მე ძალიან რთული ადამიანი ვარ. ასე დამაპროგრამეს , რთულად. დავიბადე და მოდი ამას ეგეთი წინასიტყვაობა დავუწეროთო, ყოველთვის ყველაფერი ქონდეს და მაინც სულ ეგონოს რომ არაფერი აქვსო. მოდიო და დამარქვეს ნინო. :)) დავდვარ იმის მერე, ყველაფერი მაქვს, მაგრამ რად გინდა. მაინც სულ ვეძებ.
მე მიყვარს მუსიკა. აი ასე ვიჯდები და და გემრიელად მოვუსმენ . მაგრამ როგორც კი მომინდება ავდგე და ამ ხმებში ჩავწვე, ჩემი წინაიტყვაობა ისევ მახსენებს თავს, “ჰეი! მუსიკა იპოვნე, მაგრამ ამის გამო ბედნიერი ვერ იქნები, შენ უბრალოდ ძიება გევალება, ბედნიერება და მოპოვებულით ტკბობა შენთვის არ არის, შეიგნე ბოლოს და ბოლოს!”-და მეც ხო, რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის, ეს როგორ დამემართა. როგორ გადამავიწყდა, რომ მოდუნება ჩემთვის არ არის. და აღარ ვდგები. რატომ მაწუხებ მსგავსი ფიქრებით, შეგიძლია უბრალოდ ამიხსნა ?! – ბევრს ითხოვ მეუბნება წინასიტყვაობა და თავის საქმეს აგრძელებს.
წინასიტყვაობაო რომ ვახსენებ, არც ისეთი ცუდი ტიპია. პირიქით, კარგი ბიჭია. ორსული ცოლი ყავს და ერთი პატარა გოგოც. ფული ჭირდება. ოჯახი სერიოზული საქმეა . წინასიტყვობის ცოლი- მერერა, ჩვეულებრივი ცოლია. მერე რამ პატარა ასაკში გადადგა ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი და აი უკვე მეორე შვილს გააგორებს. მაგრამ მერერას ეს ყველაფერი დიდად არ ანაღვლბეს, მერე რა გააჩენს კიდევ ბევრს და დანარჩენზე წინასიტყვაობამ იზრუნოს. წინასიტყვაობა სამსახურში გვიანობამდე რჩება. ცოლის აზრით საყვარელიც ყავს, -, დიდძუძუებიანი, თვითკმაყოფილი ჩემთანშემოდი. მერე რა -ფიქრობს მერერა, მოტყნას თუ უნდა, მთავარია დღის ბოლოს კრევეტები მოიტანოს.
მერე რა კრევეტებზე გიჟდება, ვიტყოდი ანძრევს მეთქი მაგრამ არც ისე ლამაზად გამოვა, ბოლობოლო ორი შვილის დედაა. კრევეტების ხათრით იმასაც არ შეიმჩნევს, ქმარს ბოქვენზე სხვისი საშოს სუნი რომ ასდის, დასაბანად შესვლასაც კი არ თხოვს, ყურსასმენებს იკეთებს და სასოწარკვეთილ დიასახლისებს ძილის მორევამდე უყურებს, გიჟდება საწოლში ჭამაზე, სექსი? ეგ რა არის მერერამ არ იცის, იცის რომ უდებენ და მერე იღებენ, დანარჩენი დრის ამბავია, 100დან უკან დაითვლი და მორჩება. როგორც იქნა, გაიფიქრებს ხოლმე მერერა და მარცხენა ხელით ტუმბოზე “ნაუშნიკების” ძებნას იწყებს.
წინასიტყვაობას მერერა შეუყვარდა, ალბათ, რახან სახლში უზის და ბავშვებს აჩენს. მაგრამ , ღმერთი რჯული, ვერ იხსენებს როდის. ან სად. ან როგორ. ზის სამსახურში და ფიქრობს ხოლმე, საიდან გამოჩნდა ეს ადამიანი მის ცხოვრებაში და როგორ მოხდა ისე რომ ახლა მის სამზარეულოში ბორშს ათუხთუხებს. მაგრამ მოხდა . ახსოვს პირველად რომ აკოცა. ტუჩები გამომშრალი და ცარიელი ქონდა, მერე კიდევ აკოცა და ასე სანამ იმანაც არ უპასუხა-მპუა. მერე დანარჩენი ცხოვრება ამ მპუას დაყვედრებაშია . “სანამ არ მაკოცნინე არ მომასვენე, ყოველთვის ასე იყო, თავიდანვე შენ დაიწყე და ეხლა ნაგავზე ჩასვლა არ გინდა?!” ან “კარგი იყო არა უმანკო გოგოსთან ალერსი?! ადექი და ზეთი ამოიტანე. რა კარგია აიღო , თავი დამაკარგვინა და ეხლა მაღაზიაშიც მე ვირბინო.” ან “რა ჯანდაბად გაკოცე მაშინ, აი იმ დღეს უნდა გავჩერებულიყავი თორე ეხლა, მიდი ნაჭერზე ვარ გასასვლელი და გამიყვანე.” ხო, მერერა კერავს. გაზაფხულზე საბანკეტო კაბებს, რაც მეზობელ გოგოს შეუკერა იმის მერე ხალხი ყავს. მაგრამ კერავს ისეთი სახით, საეჭვოა იმ კაბაში ვინმემ ბედნიერება იგრძნოს . სამაიეროდ სახე უბრწყინდება როცა სახლს ალაგებს, ნირვანაა. აი ასე გაქაფული დარბის დილიდან საღამომდე და ხეხავს და წმენდს და რეცხავს და აააჰ ..როცა ცხიმმიკრულ ქვაბს ბოლო ლაქასაც მოაშორებს, შეუდარებელ ემოციას იჭერს, ორგაზმია.
შვილი,მამასგოგო , ჩვეულებრივი ბავშვია, მამასგოგო დედამ დაარქვა რომ წინასიტყვაობას მეტი პასუხისმგებლობა ეგრძნო. იტყნაუროს ჩემთანშემოდისთან, მერე რა, სახლში ხო მაინც მამასგოგო ელოდება, ამიტომ ვერსადაც ვერ წავა. და გადაღლილი გმინვის მოსმენისგან დიდი ხანია გული ერევა.
წინასიტყვაობა თითქმის ყოველთვის კარგად ასრულებს გეგმას. ზის და საკუთარი კლიენტის წინასიტყვაობის გამართლებაზე ზრუნავს. ტვინის სადავეები სათუთად უჭირავს და ზედმეტი აღელვების გარეშე მართავს. ამბობენ კარგი კლიენტი შეხვდა, საქმეს უმარტივებს. ამიტომ ბონუსებსაც ხშრად იღებს და მამასგოგოსთან ჟელიბონები მიაქვს.

Advertisements